logo
ENG



დავითაძე ანსამბლ "ფესვებზე": წასულები იყვნენ, მაგრამ ორი მოცეკვავე შეუძლოდ გახდა

15 მარ 202415:09
3 წუთის საკითხავი
 

შუახევის კულტურის ცენტრის ხელმძღვანელი, მაია დავითაძე ამბობს, რომ ანსამბლმა "ფესვებმა" თბილისში პრეზიდენტის ღონისძიებაზე გამოსვლა ვერ შეძლო, რადგან ორი მოცეკვავე შეუძლოდ გახდა. ის უარყოს ანსამბლის ხელმძღვანელის ინფორმაციას, რომ პრობლემა ოფიციალური მიმართვის არარსებობა იყო.

"გაოგნებული ვარ, რომ ასეთი აჟიოტაჟი მოჰყვა. ანსამბლი ფესვები, მიუხედავად იმისა, რომ ასაკიანები არიან, არასდროს ჰქონიათ შეფერხება ღონისძიებაზე წასვლაზე, არც კონკურსზე და არც საზღვარგარეთ გასტროლზე წასვლაზე. ყოველთვის ვცდილობთ და ხელს ვუწყობთ წასვლა. წასულები იყვნენ, უბრალოდ ორი მოცეკვავე ავად გახდა, ერთი თბილისში გადავიყვანეთ მსუბუქი ავტომობილით, მეორე ბათუმში დავაბრუნეთ და სულ ეს იყო", - თქვა დავითაძემ.

14 მარტს ორბელიანების სასახლეში მაღალმთიანი აჭარის ფოლკლორის საღამო გაიმართა. როგორც პრეზიდენტმა თქვა, ანსამბლი "ფესვები", რომელსაც საღამოზე მონაწილეობა უნდა მიეღო, "გზიდან გააბრუნეს".

"ერთი რამ უნდა ვთქვა, ძალიან სამწუხაროა, რომ ანსამბლი "ფესვები", რომელიც აჭარიდან უნდა ჩამოსულიყო გზიდან გააბრუნეს, იმიტომ, რომ თურმე პრეზიდენტის სასახლეში ნებადართული არ არის მოღვაწეობა. თქვენ თავად იფიქრეთ საიდან მოვიდა ასეთი მითითება და რას ნიშნავს ეს?! თუ ეს არ არის კულტურული ბოლშევიზმი, მე არ ვიცი ამას რას ჰქვია", - განაცხადა ზურაბიშვილმა. 


close დახურვა